ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ განაცხადა, რომ ბუკაიო საკა დაახლოებით ორი თვე ვერ ითამაშებს.
ინგლისელი შემტევს „არსენალს“ ცოტა ხნის წინ დაუშავდა და ტრავმა სერიოზული გამოდგა:
„ბუკაიო საკა ბევრი, ბევრი კვირის განმავლობაში ვერ დაგვეხმარება, ალბათ, ორ თვეზე მეტ ხანს. მას ოპერაციას გაუკეთებენ, მერე ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარიმართება შეხორცების პროცესი“, - აღნიშნა არტეტამ.
შეგახსენებთ, რომ ბუკაიო საკა „არსენალის“ ლიდერია და მიმდინარე სეზონში 24 მატჩში 9 გოლით და 13 საგოლე პასით გამოირჩა.