ფეხბურთი

11:06 | 28.12.2024 | ნანახია NaN - ჯერ

რონალდუ: "წელს ოქროს ბურთის მოგებას ვინისიუსი იმსახურებდა"

„ალ-ნასრის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ წელს ოქროს ბურთის მოგებას როდრიზე მეტად ვინისიუს ჟუნიორი იმსახურებდა.

გარდა ამისა, რონალდუმ თქვა, რომ კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს და ახალგაზრდა ფეხბურთელებთან კონკურენცია მოსწონს:

„ვინისიუსი ოქროს ბურთს იმსახურებდა. ჩემი აზრით, გადაწყვეტილება ბოლომდე სამართლიანი არ იყო. როდრიც იმსახურებდა, მაგრამ წელს ვინისიუსს უნდა მოეგო, განსაკუთრებით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლის გამო. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე განსაკუთრებულად ვაფასებ Globe Soccer Awards-ს, სადაც ჯილდოებს უფრო სამართლიანად იძლევიან.

გოლის გატანა არის ის, რაც ყველაზე უკეთ გამომდის. ჩემი კარიერა ჯერ არ დასრულებულა, გავაგრძელებ თამაშს და გამარჯვებას. მომწონს ახალგაზრდებთან კონკურენცია, ზოგჯერ ისინი დიდ პატივს არ მცემენ, მაგრამ ყოველთვის ვიბრძვი. მომწონს მათ ინტენსიურობასთან, რიტმთან და ფიზიკურ ფორმასთან კონკურენცია. გავაგრძელებ მძიმე შრომას, ჩემზე უკეთესი არავინაა, ცხადია, ვხუმრობ (იღიმის - რედ)“, - თქვა რონალდუმ.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:04 | 30.06.2024
Gerry Marsden (856)

ჩემი აზრით ფეხბურთელების საკმაოდ კარგი შერჩევა ქონდა იტალიას,უბრალოდ ფორვარდი არ ყავდა,გინდ სკამაკა ყოფილიყო და გინდა მე,თუნდაც რეტეგი იყოს,ცხონებვული პაოლო როსის აჩრდილს რომ ეტრიალა მინდორზე ის უფრო მეტ სარგებლობას მოიტანდა!

23:10 | 29.06.2024
Bachana705 (373)

კიდევ თუ ვერ გავიდა ინგლისი ფინალში და გააუქმონ საერთოდ ეგ ნაკრები. მეტი რაღა უნდა, ყველა გრანდი აცდა გზად, ერთი იტალია იყო მაგათ მხარეს და ეგეც გამოამსევრეს. თუ რამის ერთი ადგილი აქვთ და პრეტენზია, უნდა გავიდნენ ფინალში. მართალია, იქ ვინც არ უნდა შეხვდეს, ყველა გაულაღლაღებს, მაგრამ მაინც.

11:55 | 30.06.2024
Gerry Marsden (856)

მე მგონი გრამატიკული შეცდომა გაქვს,ყველა-ს - ს აკლია მაქ აშკარად და მართალია არ უნდა კიდე)))

22:58 | 29.06.2024
KoRBeN DaLLaS (24844)

რაც მე ფეხბურთს ვუყურებ, მგონი იტალიის ნაკრების ყველაზე ცუდი ვერსია ეს იყო.
ჯგუფშიც რომ ჩარჩენილიყვნენ არ გამიკვირდებოდა, მაგრამ ჯერ ერთი დონარუმა მართლაც ხოშიანი მეკარეა და მეორე, სპალეტიც ნორმალური მწვრთნელია, რაღაც-რაღაცეების ხარჯზე გააქაჩინა გუნდს.
თუმცა ყ**სგან სალამურს ვერც ეგ გამოთლიდა )))

0.062898