ფეხბურთი

1:40 | 28.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

კარესა: "მილანმა" იანვარში გოგლიჩიძე უნდა იყოს, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფეხბურთელი სერია A-ში"

იტალიელმა კომენტატორმა ფაბიო კარესამ იუთუბზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სერია A-ს ოცივე კლუბის იანვრის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

უფრო კონკრეტულად, მისი აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადადგან კლუბებმა. „მილანთან“ დაკავშირებით მან თქვა, რომ ლომბარდიულმა გრანდმა საბა გოგლიჩიძე უნდა შეიძინოს, მოკლედ, ეს კარესას მხრიდან რჩევა იყო:

„მილანის“ მდგომარეობა ადვილი არაა. ვიცი, რომ მაგარია, მაგრამ იანვარში ტეო ერნანდესს გავყიდდი, რადგან მეჩვენება, რომ ამ გარემოში ძალიან უჭირს. ვინ მის ადგილას? ხიმენესმა კარგად ითამაშა, მაგრამ კიდევ ერთ მარცხენა მცველს შევიძენდი. ასევე, მარჯვენა მცველს, რადგან იქ გუნდს რაღაც აკლია, ემერსონ როიალი ჰყავთ... გავყიდდი ტეოს და ემერსონ როიალს, სანაცვლოდ, „ემპოლიდან“ გოგლიჩიძეს შევიძენდი, რომელიც ვფიქრობ, მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფეხბურთელია. გოგლიჩიძე და ხიმენესი „მილანის“ დაცვის ფლანგების ახალი მცველები იქნებოდნენ. ვიცი, რომ ძლიერი არჩევანია, თუმცა...“, - ამბობს ვიდეოში კარესა.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძე მიმდინარე სეზონში „ემპოლიში“ ძალიან კარგად თამაშობს, ოღონდ ცენტრალური მცველის პოზიციაზე, თუმცა მას მარჯვენა მცველად თამაშიც შეუძლია. ცნობილია, რომ საბას მიმართ ინტერესი „იუვენტუსის“ მხრიდან არსებობს.

0.109749