ირანის ეთიკის კომიტეტი „ესტეგლალის“ და ირანის ნაკრების ფეხბურთელის, რამინ რეზაეიანის საქმეს განიხილავს.
34 წლის ნახევარმცველი „ჩადორმალუსთან“ მატჩის წინ სტადიონზე გულშემატკივარ გოგონას ჩაეხუტა, რაც ირანში ისლამური კანონით აკრძალულია, ამიტომაც, მას დისკვალიფიკაცია და ფინანსური ჯარიმა ელოდება. ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
ირანში 1979 წლის შემდეგ მამაკაცს ეკრძალება საჯარო სივრცეში ქალთან ფიზიკური კონტაქტი. გარდა ამისა, აკრძალულია სტადიონებზე ქალების ყოფნაც.
რამინ რეზაეიანი ირანში ცნობილი ფეხბურთელია და ეროვნულ ნაკრებში 63 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის, მსოფლიოს ჩემპიონატზე 2022 წელს, უელსის ნაკრების წინააღმდეგ.