ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში „ვენეციას“ წინააღმდეგ სავარაუდოდ „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იქნება. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.
ვარაუდობენ, რომ კვარაცხელია და დავიდ ნერეში, ორივე პირველივე წუთიდან გავა მოედანზე. სამაგიეროდ, საეჭვო მატეო პოლიტანოს თამაში, რომელსაც ვირუსი აქვს და ბოლო ვარჯიში გამოტოვა. ზოგადად, მასსა და ნერეშს შორისაა კითხვის ნიშანი, კვარა წესით, ძირითადში ნამდვილად იქნება.
ქართველმა ბოლო მატჩი მხოლოდ შეცვლაზე ითამაშა, იქამდე ტრავმის გამო „უდინეზესთან“ შეხვედრა გამოტოვა. მიმდინარე სეზონში მას 16 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.
„ნაპოლი“ – „ვენეციას“ მატჩი 29 დეკემბერს გაიმართება.