ტურინის „იუვენტუსმა“ კაპიტანი, დანილო ტრანსფერზე დააყენა. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.
ბრაზილიელს „იუვესთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, რომელიც არ განახლდება, მაგრამ შეიძლება მან გუნდი იანვარშივე დატოვოს, თუ „იუვე“ სასურველ წინადადებას მიიღებს. კლუბმა ფეხბურთელს ამის შესახებ უკვე აცნობა.
ცნობილია, რომ დანილოს შეძენა „ნაპოლის“ სურს, ასევე დაიწერა „მილანზეც“, საიდანაც ტურინელებს ფიკაიო ტომორის შეძენა სურთ. კიდევ ერთი ვარიანტია „ალ-ნასრი“, რომელიც სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს ბრაზილიელს, მაგრამ არც სამშობლოში, ბრაზილიაში დაბრუნებაა გამორიცხული.
დანილო „იუვენტუსის“ ღირსებას 2019 წლიდან იცავს და 213 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ამერიკა მინეიროში“, „სანტოსში“, „პორტუში“, „რეალსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობდა.