ფეხბურთი

20:48 | 27.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი - 2024 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ტრადიციულად, წლის ბოლოს გალადაჯილდოება ჩაატარა და წლის საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა.

გამოკითხვის შედეგად, რომელშიც ვეტერანი ფეხბურთელები, სპორტული ჟურნალისტები და ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ, 2024 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი გახდა.

ვალენსიას და საქართველოს ნაკრებს მეკარემ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მან ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მიქაუტაძეს აჯობა, რომლებიც ნომინანტებში იყვნენ.

„გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, მინდა, გისურვოთ იმაზე მაგარი საფეხბურთო წელიწადი, ვიდრე 2024 იყო. მადლობა საქართველოს ნაკრების სტაფს, ფეხბურთელებს და მწვრთნელს, რადგან ეს გუნდური წარმატება იყო. აკაკი დევაძის შემდეგ პირველი ქართველი მეკარე ვარ, ვინც საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ეს ჩემთვის ორმაგად სასიამოვნოა. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას ფედერაციას, ეს იყო ჩვენი ერთიანი წარმატება, ერთად გავედით ევროპის ჩემპიონატზე და დავწერეთ ისტორია. კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს“, - აღნიშნა მამარდაშვილმა.

გამარჯვებულები სხვა ნომინაციებშიც გამოვლინდნენ და შედეგები ასეთია:

2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელი: გიორგი მამარდაშვილი

ნომინანტები იყვნენ გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია

2024 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: თეონა ბაქრაძე

ნომინანტები იყვნენ ნინო ბუხრიკიძე და ანანო წიქარიძე

2024 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე: გიორგი ღავთაძე

ნომინანტები იყვნენ ირაკლი თოდუა და გიორგი ჩიმაკაძე

2024 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: საბა გოგლიჩიძე (ემპოლი)

2024 წლის საუკეთესო მსაჯი - გიორგი ყრუაშვილი

ნომინანტები იყვნენ გოგა კიკაჩეიშვილი და ალეკო აფციაური.

ალექსანდრე ჩივაძის მედლები 2024 წლის საუკეთესო 17-წლამდე ფეხბურთელები:

ოქრო: საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი)

ვერცხლი: ანდრია ბართიშვილი (დინამო თბილისი)

ბრინჯაო: მათე შათირიშვილი (დინამო თბილისი)

ალექსანდრე ჩივაძის მედლები 2024 წლის საუკეთესო 19-წლამდე ფეხბურთელები:

ოქრო: საბა სამუშია (დინამო თბილისი)

ვერცხლი: ვახტანგ სალია (დინამო თბილისი)

ბრინჯაო: ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი)

0.115346