საქართველოს ნაკრებისა და „ვირტუს ბოლონიას“ კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ ვარჯიში განაახლა.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, შენგელიამ დღეს ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მოედანზე დაახლოებით ორ კვირაში, 10 იანვრისთვის უნდა დაბრუნდეს.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიას თორმეტგოჯა ნაწლავზე წარმოქმნილი წყლულის გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, რის გამოც ბოლო მატჩები გამოტოვა.