„ნაპოლის“ ცენტრალური მცველი ალესანდრო ბონჯორნო შეიძლება მოედანზე თებერვლამდე ვერ დაბრუნდეს.
როგორც Corriere Dello Sport-ი იტყობინება, ბონჯორნოს გამოჯანმრთელების პროცესი იმაზე რთულად მიმდინარეობს, ვიდრე წარმოიდგენდნენ, ამიტომ, არსებობს საფრთხე, რომ იანვარიც სრულად გამოტოვოს, მიუხედავად იმისა, რომ იანვრის ბოლოს მისი დაბრუნების პროგნოზი და იმედი ისევ არსებობს.
ბონჯორნომ ხერხემლის ტრავმა ვარჯიშზე მიიღო და ანტონიო კონტეს გუნდს გამოაკლდა. ის „ნაპოლისთვის“ შეუცვლელი ფიგურა და ერთ-ერთი ლიდერია.