ცნობილი თურქი სპეციალისტი ფათიჰ თერიმი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს და „ალ შაბაბის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
თერიმმა საუდელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. აღსანიშნავია, რომ „ალ შაბაბის“ სპორტულ დირექტორად ცოტა ხნის წინ ლეგენდარული ჩეხი ფეხბურთელი, „იუვენტუსის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი დაინიშნა და სწორედ მის სახელს უკავშირდება თერიმის მიწვევა მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
ფათიჰ თერიმი ბოლოს „პანათინაიკოსში“ მუშაობდა, ხოლო მანამდე „გალათასარაიში“, თურქეთის ნაკრებში ("გალასა" და ნაკრებში 2002-2022 წლებში მონაცვლეობით), „მილანში“, „ფიორენტინაში“, „გიოზთეფესა“ და „ანკარაგუჯუში“.