იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ იტალიურ მედიასთან ისაუბრა, სადაც კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას და დავიდ ნერეშის კონკურენციაზეც გააკეთა.
„ნერეში თუ კვარაცხელია? გადაწყვეტილებას კონტე მიიღებს. შემტევი ფეხბურთელები არიან, მაგრამ განსხვავებული თვისებებით. შეუძლიათ თამაშის მიმდინარეობა შეცვალონ, ისინი გუნდისთვის დამატებითი რესურსი არიან და არასდროს იქნებიან პრობლემა“, - თქვა პრანდელიმ.
შეგახსენებთ, რომ დავიდ ნერეშმა ბოლო ორი მატჩი ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის გამო ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და თავი კარგად წარმოაჩინა, რის გამოც იტალიურ მედიაში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომელმაც უნდა ითამაშოს ძირითად შემადგენლობაში.
„ნაპოლი“ 29 დეკემბერს, „ვენეციას“ უმასპინძლებს.