ფეხბურთი

16:13 | 27.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჯონათან დევიდმა შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს

"ლილის" 24 წლის კანადელმა თავდამსხმელმა ჯონათან დევიდმა შესაძლოა საფეხბურთო კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს.

როგორც ცნობილი ხდება ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენით "ალ-ნასრია" დაინტერესებული და მზად არიან ფრანგულ კლუბს 10-15 მილიონიანი შეთავაზება ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გაუკეთონ.

შეგახსენებთ, რომ ჯონათან დევიდი „ლილის“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს და ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში უმთავრდება. მისი შეძენით ტურინის „იუვენტუსი“ და მანჩესტერ „იუნაიტედიც“ არიან დაინტერესებულნი.

0.127562