პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მაურინიომ Telefoot-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე საუბრისას აღნიშნა, რომ “ჩელსის” მთავარი სამიზნე ფრანგი მცველი რაფაელ ვარანი იქნება.
“მე მომწონს ვარანი, მაგრამ ყველას ესმის, რომ “ჩელსიში” ფრანგის გადმოსვლის შანსი საკმაოდ მცირეა. ვარანთან ერთად ფრანგებს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. ვფიქრობ, მათ შეუძლიათ ევრო-2016-ის მოგების მთავარი პრეტენდეტები გახდნენ” – განაცხადა მაურინიომ.
2011 წელს რაფაელ ვარანი ფრანგული “ლანსიდან” “სამეფო კლუბში” გადავიდა, სადაც მთავარი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო იყო. 2013 წლამდე მაურინიომ და ფრანგმა მცველმა ერთად იმუშავეს. მაღალი მოთამაშის “რეალის” სასტარტო შემადგენლობასთან გაშინაურება პორტუგალიელის ინიციატივა იყო, ხოლო ტრანსფერზე უშუალოდ ზინედინ ზიდანმა იმუშავა.
“ვარანის მსგავსად მომწონს პოგბა, ბენზემა და ლორისი. ჩემი პატივისცემა ფრანგთა ნაკრების მწვრთნელ დიდიე დეშამს - მისმა გუნდმა გასულ მუნდიალზე დიდებულად ითამაშა”, - ხაზგასმით აღნიშნა “ჩელსის” მწვრთნელმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უნდა გავიდეთ
ძალიან იღბლიანი წილისყრა იყო ჩვენთვის, ამ ჯგუფიდან უეჭველი უნდა გავიდეთ და ვითამაშოთ რუსეთში 2018 წლის მუნდიალზე თუ არადა დავანებოთ საერთოდ ფეხბურთს თავი...
ავსტრია ყველაზე მაგარია. ეგ პირველზე გავა, მეორე სერბეთია. ჩვენ მე-6.
დღევანდელი მდგომარეობით ავსტრია საუკეთესო მგონია ჩვენ ჯგუფში.
მაგათი კრიზისი მიცა ნეტა ჩვენს ბედოვლათებს DDDDDDDDDDDDDDDDD
რა კრიზული ავტორ ხუმრობ? 2012 წელს 70 ადგილი ქონდათ რეიტინგში და 2015-ში 15 ადგილზე არიან, მიხვდით ეხლა კრიზისია თუ აღმავლობა, მათზე დიდი ნახტომი მხოლოდ უელსს აქვს და ისინიც ჩვენს ჯგუფში არიან