UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად კომენტატორმა დანიელ კორმიემ ESPN -თან საუბრისას 2024 წლის საუკეთესო მებრძოლად ილია თოფურია დაასახელა.
"მიუხედავად იმისა, რომ ალექს პერეირამ აქტიური წელი ჰქონდა და სამი ბრძოლა მოიგო, ჩემთვის წლის საუკეტესო მებრძოლი ილია თოფურიაა, რადგან მან დაანოკაუტა ვოლკანოვსკი და ჰოლოვეი, რომლებიც ამ დივიზიონში 8 წლის განმავლობაში მეფობდნენ." - განაცხადა კორმიემ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია 2024 წლის თებერვალში ალექსანდრე ვოლკანოვსკი დაანოკაუტა და ჩემპიონი გახდა, ოქტომბერში, კი მაქს ჰოლოვეი დაამარცხა(ასევე ნოკაუტით) და ქამარი დაიცვა.