სხვა

10:23 | 27.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

უმარ ნურმაგომედოვის მწვრთნელი მერაბ დვალიშვილის ვიდეოს გამოეხმაურა

UFC-ს სუპერ მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი UFC PI-ში არ შეუშვეს, ამასთან დაკავშირებით მერაბმა ვიდეო მის სოციალურ გვერდზე ატვირთა, სადაც ის ამ ყველაფრის მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, ამ ყველაფრის მიზეზი უმარ ნურმაგომედოვია, რომელიც იმ დროს დარბაზში ვარჯიშობდა.

ქართველი მებრძოლის ამ ვიდეოს გამოეხმაურა უმარ ნურმაგომედოვის მწვრთნელი ხავიერ მენდესი და განაცხადა, რომ ვერ ხვდება მერაბი რატომაა გაბრაზებული მათზე.

„UFC PI-ში წინასწარ შერჩეულ დროს მივდივართ და ვარჯიშობთ. რატომ მოვიდა მერაბ დვალიშვილი ზუსტად იმ დროს როცა უმარი და ისლამი ვარჯიშობდა? სხვა დროს არ შეეძლო? ვერ ვხვდები მერაბი რატომ ბრაზობს ჩვენზე, რადგან თუ UFC-იმ მას იგივე დრო უთხრა, მათი ბრალეულობაა ეს ყველაფერი.“ -განაცხადა მენდესმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის დაპირისპირება საქართველოს დროით 19 იანვარს გაიმართება.

0.120682