ფეხბურთი

1:58 | 27.12.2024 | ნანახია NaN - ჯერ

"ლივერპულმა" "ლესტერი" დაამარცხა და უპირატესობა გაზარდა

ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურში „ლივერპულმა“ „ლესტერ სიტი“ დაამარცხა და კონკურენტებთან უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

არნე სლოტის გუნდმა „ჩელსის“ წაგებით მშვენივრად ისარგებლა. თუმცა, თამაში „მელიების“ სწრაფი გოლით დაიწყო, მეექვსე წუთზე ჯორდან აიუმ გახსნა ანგარიში. „წითლებმა“ ტაიმის ბოლოს, კოდი გაკპოს ეფექტური გოლით გაათანაბრეს, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში კერტის ჯონსმა წინ გაიყვანა „ლივერპული“.

საბოლოო ანგარიში 82-ე წუთზე დაფიქსირდა, როცა მოჰამედ სალაჰმა გამოიჩინა თავი და მასპინძლებმა 3:1 მოიგეს.

„ლივერპული“ 42 ქულით ლიდერია და 7 ქულით უსწრებს „ჩელსის“, თანაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, ხოლო მომდევნო ტურში 29 დეკემბერს, „ვესტ ჰემს“ ესტუმრება. „ლესტერი“ 14 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-18 პოზიციაზეა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:03 | 14.10.2016
valeri8848 (2622)

ესეთი დარმტყმელი კაცებში დაც არ გვყავს

20:48 | 14.10.2016
zirzikichi (2952)

მართალია, ჯანოზე კარგად ასრულებს ხო ჯარიმებს?? უბრალოდ ქალთა ფეხბურთში ყველაზე დიდი სუსტი წერტილი არის მეკარე!! გოლი მაგარი გაიტანა, კარგი მოთამაშეა გაბელია!!

13:53 | 14.10.2016
johnsilver (1156)

მალადეც გულნარა! ქალები მალე ფეხბურთშიც აჯობებენ კაცებს.
მთლად ჭადრაკივით ვერა, მაგრამ ლიგაზე წარმატებული კაცი ფეხბურთელი არ გვყოლია უკვე დიდი ხანია (ვიცე-პრემიერის დროიდან )

0.065493