ფეხბურთი

1:11 | 27.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟე მენდეში: "ანტონიო სილვას "იუვენტუსში" გადასვლა სურს"

ლისაბონის „ბენფიკას“ მცველ ანტონიო სილვას იანვრის სატრანსფერო პერიოდში ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლა სურს.

ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა დაადასტურა, რომ ორივე მხარის სურვილია თანამშრომლობა, მაგრამ ყველაფერი „ბენფიკას“ ხელშია. მან ასევე ისაუბრა ფრანსისკო კონსეისაოზე, რომელიც "იუვეში" "პორტუდან" იჯარით თამაშობს.

„მას სურს „იუვენტუსი“ და „იუვენტუსს“ სურს ის. ახლა „ბენფიკას“ გადასაწყვეტია, მოთმინებაა საჭირო, რამდენიმე დღე უნდა დაელოდოთ, ის კარგი ფეხბურთელია, რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული, მაგრამ ვნახოთ რას გადაწყვეტს „ბენფიკა“, მათ აქვთ საბოლოო სიტყვა.

კონსეისაოს მომავალი „იუვენტუსშია“, ძალიან ბედნიერია იქ ყოფნით და კლუბიც კმაყოფილია მისით. ეს იქნება ურთიერთობა, რომელიც დიდხანს გაგრძელდება“, - აღნიშნა მენდეშმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ გლეისონ ბრემერი და ხუან კაბალი სეზონის ბოლომდე ტრავმების გამო გამოაკლდა, ამიტომაც ტურინელები იანვარში დაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებენ.

0.113865