ფეხბურთი

0:05 | 27.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ფროზინონეს" მწვრთნელი: "კვერნაძე კარგად ვარჯიშობდა, თამაშში მისი ჩართვა ჩემი სტაფის იდეა იყო"

„ფროზინონეს“ მთავარმა მწვრთნელმა ლეანდრო გრეკომ „სალერნიტანასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ გიორგი კვერნაძის შესახებ ისაუბრა, რომელმაც თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა.

„კვერნაძე? დღეს, ყველამ კარგად ითამაშა, რადგან ინდივიდები მაშინ ახერხებენ თავიანთი თავის წარმოჩენას, როცა გუნდური კონტექსტი ამის საშუალებას აძლევს. ბიჭებთან ყოველდღე ვმუშაობთ, მოედანზე და მოედანს მიღმა, ამ ყველაფრის უკან დიდი სამუშაოა. ბიჭებს აქვთ დიდი პოტენციალი, რომლის გამოხატვას ზოგჯერ ახერხებენ, ზოგჯერაც ნაკლებად.

კვერნაძე ჩემს ხელში ითამაშა, ბოლო დროს ცოტა ნაკლებად, მაგრამ არჩევანს იმის მიხედვით ვაკეთებ, რასაც ვარჯიშზე ვხედავ. ჩემი საქმეა დავაკვირდე ვარჯიშების დინამიკას და სწორი არჩევანი გავაკეთო. ბირასკის ნაცვლად თამაშში კვერნაძის შეყვანა ჩემი სტაფის იდეა იყო, ის ვარჯიშებზე კარგად მუშაობდა“, - თქვა გრეკომ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგი კვერნაძის აქტივში 16 შეხვედრა, 1 გოლი და 2 საგოლე პასია.

0.149256