„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ევერტონთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, თამაშის ხარისხი კარგი იყო, მაგრამ ახლა „სიტის“ ის პერიოდი აქვს, როდესაც არაფერში უმართლებს.
„შედეგი კარგი არ არის, მაგრამ შესანიშნავად ვითამაშეთ. თუმცა, ახლა ასეთი პერიოდი გვაქვს, სცენარი მეორდება: ვქმნით საგოლე მომენტებს, მაგრამ შემდეგ პირველივე სახიფათო მომენტს მეტოქე იყენებს, როგორც კი, ჩვენს კარს მოუახლოვდება. ამიტომ, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 13 თამაშში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა, 3-ჯერ ფრეს დასჯერდა და 9 თამაში წააგო.