კალათბურთი

22:00 | 26.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მე-20 მემორიალი 9-15 იანვარს ჩატარდება

ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას ხსოვნის ტურნირი 9-დან 15 იანვრის ჩათვლით გაიმართება. აღნიშნული ტურნირი ტრადიციულია, 2006 წლიდან ტარდება და წელს იგი მეოცედ გათამაშდება. მემორიალის ყველა შეხვედრა, ჯგუფური ეტაპისა და პლეი ოფის ჩათვლით, თბილისში, დიღმის არენაზე ჩატარდება.

წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას სუპერლიგის 9 გუნდი მიიღებს. მემორიალში მონაწილეობაზე უარი “ბათუმმა” და ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა განაცხადეს. გუნდები 3 ჯგუფში წილისყრის შედეგად გადანაწილდნენ. A ჯგუფში თავი თსუ-მ, გურჯაანის “დელტამ” და ზესტაფონის “მარგვეთმა” მოიყარეს, B ჯგუფი გაგრის “ამრამ”, “ქუთაისი 2010”-მა და თბილისის “რაშმა” შეადგინეს, ხოლო C ჯგუფი გორის “ივერიონმა”, ტყიბულის “ორბმა” და ვსა-მ შეავსეს. გათამაშების ფორმატის თანახმად, ნახევარფინალში თითოეული ჯგუფის გამარჯვებული და პლუს 1 საუკეთესო მეორეადგილოსანი გავა.

ნახევარფინალში გუნდები ნაჩვენები შედეგების მიხედვით დაწყვილდებიან. საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი უარესსს შეხვდება. მეორე შედეგის მონე კი – მესამეს. ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ნახევარფინალში ერთმანეთს ვერ შეხვდებიან.

ჯგუფური ეტაპის მატჩები 9, 10 და 11 იანვარს გაიმართება, 13-ში ნახევარფინალები, ხოლო 15 იანვარს ფინალური მატჩი ჩატარდება.

0.141374