„პარი სენ-ჟერმენის“ მცველი მილან შკრინიარი თანახმაა იანვრის სატრანსფერო პერიოდში სტამბოლის „გალათასარაიში“ გადავიდეს.
თურქული მედიის ცნობით, ფეხბურთელმა კლუბთან შეთანხმებას უკვე მიაღწია, თუმცა ახლა მთავარია თურქები პარიზელებს მოურიგდნენ.
შკრინიარი ლუის ენრიკეს გეგმებში არ შედის და 29 წლის მცველს პსჟ-ს დატოვება უწევს, სადაც მოლოდინი ვერ გაამართლა, რადგან 2023 წლიდან 37 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
მილან შკრინიარს კარიერის საუკეთესო წლები „ინტერში“ აქვს გატარებული, მანამდე კი, „ჟილინასა“ და „სამპდორიაში“ თამაშობდა.