ფეხბურთი

20:50 | 26.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდის" ქამბექი "პორტსმუთთან"

ინგლისის ჩემპიონშიფის 23-ე ტურში „უოტფორდმა“ „პორტსმუთს“ უმასპინძლა, რომელიც 2:1 დაამარცხა.

გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და ისევ გამორჩეული იყო თანაგუნდელთა შორის. „პორტსმუთი“ მე-10 წუთზე დაწინაურდა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ედო კაიემბემ პენალტით გაათანაბრა. ტომ ქლევერლის გუნდმა 95-ე წუთზე როკო ვატას გოლით მოიგო, როცა მატჩის დასრულებამდე წამები რჩებოდა.

ჩაკვეტაძეს ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი და 4-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

„უოტფორდი“ 22 მატჩში მოპოვებული 37 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 29 დეკემბერს, „კარდიფს“ უმასპინძლებს.

0.130937