სტამბოლის „გალათასარაის“ იანვრის სატრანსფერო პერიოდში „ლიონიდან“ გიორგი მიქაუტაძის შეძენა სურს. ეს უკვე არავისთვისაა საიდუმლო და არც არავინ მალავს.
თურქული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოკან ბურუკმა დაადასტურა, რომ მიქაუტაძე ძალიან მოსწონს და 3 წელია, რაც აკვირდება:
„კონკრეტულ სახელებზე საუბარი არასწორია. მიქაუტაძე ნამდვილად მოგვწონს, მაგრამ შეთავაზების დეტალები მე არ ვიცი, თუმცა, როგორც ფეხბურთელი ძალიან მომწონს. 3 წელია ვაკვირდები, იმ დროიდან, როცა გუნდში მოვედი და ის საფრანგეთის ლიგა 2-ში თამაშობა, შემდეგ „აიაქსში“ და „ლიონში“ წავიდა. ის კარგი ფეხბურთელია, თუმცა, ჩვენს სხვა ფეხბურთელებსაც ვაკვირდებით“, - აღნიშნა ბურუკმა.
შეგახსენებთ, რომ „გალათასარაიმ“ „ლიონს“ ქართველ თავდამსხმელში 18 მილიონი ევრო შესთავაზა. მიქაუტაძეს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.