ფეხბურთი

18:33 | 26.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

"სიტის" იმედგაცრუება გრძელდება: მხოლოდ ფრე "ევერტონთან"

ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტური „მანჩესტერ სიტის“ და „ევერტონის“ მატჩით დაიწყო, რომელშიც პეპ გვარდიოლას გუნდმა ისევ ვერ მოახერხა გამარჯვება.

ბერნარდო სილვამ ანგარიში სწრაფად გახსნა, თუმცა ტაიმის მიწურულს ილმან ნდიაემ გაქვითა ანგარიში და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა - 1:1. თუმცა, „სიტის“ შესანიშნავი შანსი ჰქონდა მეორე გოლის გასატანად, ერლინგ ჰოლანდმა პენალტი ვერ გაიტანა...

„მანჩესტერ სიტი“ კატასტროფის ზღვარზეა, თამაშის ხარისხი ხომ საშინელებაა და შედეგები უფრო მეტად: ყველა ტურნირზე ბოლო 13 მატჩიდან 1 მოგება, 3 ფრე და 9 წაგება. უმძიმესი შედეგებია, რთულად ასახსნელი.

„მანჩესტერ სიტი“ 28 ქულით ჯერ მეექვსე ადგილზეა, დიდი შანსია, ტურის დასრულების შემდეგ უფრო დაბლა იყოს, ხოლო 29 დეკემბერს, „ლესტერ სიტის“ სტუმრად შეხვდება.

0.112775