ფეხბურთი

17:20 | 26.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე - დეკემბერში "ლიონის" საუკეთესო ფეხბურთელი

„ლიონის“ საუკეთესო ფეხბურთელი დეკემბრის თვეში გიორგი მიქაუტაძე გახდა. ქართველმა თავდამსხმელმა გამოკითხვა დიდი უპირატესობით მოიგო.

გამოკითხვა „ლიონის“ ვებგვერდზე მიმდინარეობდა, სადაც მიქაუტაძეს ხმების 76% ერგო, რაიან შერკის 22% და ნიკოლას ტალიაფიკოს - 2%.

მთლიანობაში ხმა 17 908 გულშემატკივარმა მისცა, საიდანაც 13 500-ზე მეტი ხმა ქართველმა მიიღო, რომელმაც დეკემბერში ჩატარებულ 5 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.

გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასით გამოირჩა.

0.117517