ინგლისელი ნახევარმცველი დელე ალი იტალიურ „კომოსთან“ ვარჯიშს დღეს, 26 დეკემბერს დაიწყებს. ამის შესახებ ჟურნალისტი ნიკოლო სკირა სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) წერს.
„დღეს ველოდებით დელე ალის პირველ ვარჯიშს „კომოსთან“ ერთად. ინგლისელი ნახევარმცველი იმედოვნებს, დაარწმუნოს მწვრთნელი ფაბრეგასი, რომ ის თავისუფალი აგენტის სტატუსით შეიძინოს", - წერს სკირა.
28 წლის დელე ალის ბოლო კლუბი „ევერტონი“ გახლდათ. მას კლუბთან კონტრაქტის ვადა 2024 წლის ზაფხულში ამოეწურა. მანამდე ფეხბურთელი „ბეშიქთაშსა“ და „ტოტენჰემში“ თამაშობდა. 2015-19 წლებში მან ინგლისის ნაკრებში 37 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.