საუდური „ალ-ნასრის“ ფორვარდის კრიშტიანუ რონალდუს შეყვარებულმა ჯორჯინა როდრიგესმა ფეხბურთელს საშობაოდ ახალი მანქანა აჩუქა.
რონალდუმ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ის და ჯორჯინა ვერცხლისფერი Rolls-Royce Dawn კაბრიოლეტში სხედან. აღსანიშნავია, რომ შობას ორი წლის წინ როდრიგესმა რონალდუს უკვე აჩუქა მსგავსი მანქანა.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯინა და კრიშტიანუ რვა წელზე მეტია ერთად არიან, წყვილს ორი შვილი ჰყავს.
მიმდინარე სეზონში რონალდუმ 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 16 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. პორტუგალიელის ამჟამინდელი ხელშეკრულება კლუბთან 2025 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.