ფეხბურთი

10:26 | 26.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

„სპორტინგმა“ დაითხოვა მთავარი მწვრთნელი, რომელმაც ნოემბერში ამორიმი შეცვალა

ლისაბონის „სპორტინგმა“ 40 წლის მთავარი მწვრთნელის, ჟოაუ პერეირას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება, თანამდებობაზე დანიშვნიდან ორ თვეზე ნაკლები ხნის შემდეგ გაავრცელა.

„სამუდამოდ ლომი იქნები („სპორტინგის“ მეტსახელია). გმადლობთ, ჟოაუ პერეირა“, - წერია „სპორტინგის“ ოფიციალური გვერდის სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

შეგახსენებთ, რომ პერეირა „სპორტინგს“ სათავეში მას შემდეგ ჩაუდგა, რაც გასულ ნოემბერში რუბენ ამორიმი „მანჩესტერ იუნაიტედში“ წავიდა. ამ დროისთვის კლუბი ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილზეა, 37 ქულით. ლიდერ „ბენფიკას“ 38 ქულა აქვს.

პორტუგალიის ჩემპიონატის მომდევნო მატჩში „სპორტინგი“ „ბენფიკას“ შეხვდება. მატჩი 29 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 00:30 საათზე დაიწყება.

0.114683