ფეხბურთი

23:55 | 25.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა „სიტის“ ფეხბურთელებს საწვრთნელ ბაზაზე აძინებს

„მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გადაწყვიტა, რომ მისი გუნდის ფეხბურთელები „ევერტონთან" პრემიერლიგის მოახლოებული მატჩის წინ ღამეს კლუბის ბაზაზე გაათევენ. თამაში ხვალ, 26 დეკემბერს, თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.

წყაროს ცნობით, გვარდიოლა ცდილობს ფეხბურთელები კარგ ფორმაში შეინარჩუნოს, რათა გუნდის წარუმატებელი მატჩების სერია შეწყვიტოს.

„ვიმედოვნებ, მათ სურთ აქ ყოფნა, რადგან ეს ჩვენი სამუშაოა", - თქვა გვარდიოლამ თავისი გადაწყვეტილების შესახებ.

„ქალაქელებმა“ ბოლო 12 მატჩიდან ცხრა წააგეს ყველა ტურნირზე. პრემიერლიგის 17 მატჩის შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ 27 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა. ევერტონმა 16 მატჩიდან 16 ქულა დააგროვა და მე-15 ადგილზეა.

0.119099