„იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიის სერია A-ს ამჟამინდელ დონეზე ისაუბრა.
„იტალიური ფეხბურთი გადასხვაფერდა ინგლისის პრემიერლიგის შემდეგ ჩვენ მოვდივართ. უამრავი რამ შევცვალეთ და ვფიქრობ, ბევრი მწვრთნელის კულტურულ რევოლუციაზეც: ახლა ჩვენ სიამოვნებით ვუყურებთ სერია A-ს მატჩებს“, - ციტირებს ბუფონის სიტყვებს Milan News.
ამ დროისთვის იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში „ატალანტა“ ლიდერობს, რომელსაც 40 ქულა აქვს. მეორე ადგილზე 38-ქულიანი „ნაპოლია“, სამეულს „ინტერი“ 34 ქულით ამთავრებს. აღსანიშნავია, რომ „ნერაძურიმ“ ერთი მატჩით ნაკლები ჩაატარა.