„ჩელსის“ ნახევარმცველმა კოულ პალმერმა დაასახელა სამი ცნობილი ადამიანი, რომელთა ნახვას ყველაზე მეტად ისურვებდა საშობაო ვახშამზე.
ფეხბურთელს სოციალურ ქსელში ჰკითხეს, რომელი სამი ვარსკვლავის მიწვევას ისურვებდა საშობაოდ. პალმერმა უყოყმანოდ აირჩია მაიამის „ინტერისა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი, იამაიკელი რეპერი ვიბზ კარტელი და ლეგენდარული კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი.
მიმდინარე სეზონში 22 წლის ნახევარმცველს „ჩელსის“ შემადგენლობაში ყველა შეჯიბრში, 64 მატჩში 57 (36+21) შედეგიანი ქმედება მოუგროვდა. პალმერის მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2033 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.