„ბარსელონა,“ ლონდონის „ჩელსი“ და მიუნხენის „ბაიერნი,“ „ევერტონისა“ და ინგლისის ნაკრების მეკარე ჯორდან პიკფორდით დაინტერესდნენ - წერს ჟურნალისტი ეკრემ კონური სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
წყაროს ცნობით, მიუხედავად ამ ინტერესისა, „ევერტონი“ დაინტერესებულია მეკარესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებით, რაც მას ლივერპულურ კლუბში მინიმუმ 2030 წლამდე დარჩენის საშუალებას მისცემს.
პიკფორდი „ევერტონს“ 2017 წლის ზაფხულში შეუერთდა „სანდერლენდიდან“ და „კამფეტების“ (The Toffees) შემადგენლობაში სულ 296 მატჩი ჩაატარა ყველა შეჯიბრში, გაუშვა 421 გოლი და 84-ჯერ კარი „მშარალად“ შეინახა. მეკარის მოქმედი ხელშეკრულება კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.