ფეხბურთი

19:16 | 25.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

რომანო: მიქაუტაძე ტრანსფერიდან 5 თვეში შესაძლოა „ლიონიდან“ „გალათასარაიში“ გადავიდეს

„გალათასარაიმ“ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ჟორჟ მიქაუტაძის შესაძენად ფრანგულ „ლიონს“ პირველადი შეთავაზება გაუგზავნა. ამის შესახებ ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა.

წყაროს ცნობით, თურქული კლუბი მზადაა ფეხბურთელისთვის 17 მილიონი ევრო, ასევე ბონუსები გადაიხადოს, მაგრამ „ლიონს“ მეტი ფულის გამომუშავების იმედი აქვს.

მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში კლუბის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა, შვიდი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

Transfermarkt-ის პორტალზე მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 18 მილიონი ევროა.

0.122569