სომეხი მებრძოლი არმან ცარუკიანი UFC 311-ზე მსუბუქი წონის ქამრისთვის იბრძოლებს, სადაც მისი მეტოქე ისლამ მახაჩევი იქნება. ცარუკიანმა ინტერვიუს დროს აღნიშნულ ბრძოლაზე ისაუბრა და ასევე საქართველოზეც ისაუბრა.
„თუ ამ ბრძოლაში დავმარცხდები, არავინ არაფერს არ იტყვის, რადგან დასაკარგი არაფერი მაქვს. ისლამმა კი შესაძლოა ყველაფერი დაკარგოს.მე MMA-ს გასართობად ვიყენებ, რადგან ყოველთვის მდიდარი ვიყავი. ეს ბიჭები კიდევ დაღესტნიდან არიან, სადაც მხოლოდ MMA-ზე ფიქრობენ, ყველაფერს დებენ ვარჯიშში, რომ შემდეგ ბევრი ფული იშოვონ.“ „იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებას მოვახერხებ, პირველად საქართველოში წავალ ჩემს ნათესავებთან, მე საქართველოში დავიბადე და მიყვარს იქაურობა. შემდეგ სომხეთში და რუსეთში წავალ, სადაც ვცხოვრობ, ჩემი სახლი იქაა.“ - განაცხადა ცარუკიანმა.
არმან ცარუკიანი საქართველოში დაიბადა, კერძოდ ახალქალაქში, სადაც მისი ახლობლები და ნათესავები ცხოვრობენ.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი და არმან ცარუკიანი ერთ ქარდზე იბრძვიან, რომელიც 19 იანვარს გაიმართება.