ფეხბურთი

12:17 | 25.12.2024 | ნანახია 305 - ჯერ

ოფიციალურად: ოსკარი საფეხბურთო კარიერას სამშობლოში გააგრძელებს

ბრაზილიელი ფეხბურთელი ოსკარი კარიერას სამშობლოში გააგრძელებს, ის თავისუფალი აგენტის სტატუსით "სან პაულოში" ჩაირიცხა.

აღნიშნული ინფორმაცია "სან პაულოს" ოფიციალურმა ვებ გვერდმა დაადასტურა. როგორც ირკვევა ოსკარმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კლუბთან 2.5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ოსკარი ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩინეთში თამაშობდა, იქამდე კი სან პაულუში“, „ინტერნასიონალსა“ და „ჩელსიში“ ღირსებას იცავდა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:22 | 25.12.2024
KoRBeN DaLLaS (24844)

ისე, ფეხბურთელის როლის შესრულებისთვის ოსკარი ნაღდად არ ეკუთვნის ამ ოსკარს ))

0.11864