„ნაპოლიმ“ და მანჩესტერ „იუნაიტედმა შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ფეხბურთელები გაცვალონ. საუბარია ვიქტორ ოსიმენსა და მარკუს რაშფორდზე.
აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს. წყაროს თქმით მხარეებს შორის პირველი კომუნიკაცია უკვე შედგა. როგორც ირკვევა იტალიურ მხარეს აღნიშნულ გარიგებაში, რაშფორდთან ერთან კიდევ 2 ფეხბურთელის ჩართვას ითხოვენ.
როგორც მოგეხსენებათ, მარკუს რაშფორდმა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ ზამთარში კლუბის დატოვება სურს და ახალი გამოწვევებისთვის მზადაა. რაც შეეხება ვიქტორ ოსიმენს, ის „ნაპოლიზე“ განაწყენებული რომაა, არ ახალი ამბავია და ამჟამად განათხოვრების წესით „გალათასარაეში“ თამაშობს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ეს გარიგება მართლაც მოხდეს და ხვიჩა კვარაცხელიას რაშფორდის სახით ახალი კონკურენტი ჰყავდეს, რადგან მისი მთავარი პოზიცია მარცხენა ვინგერია, თუმცა ინგლისელ ფეხბურთელს თამაში ცენტრალურ თავდამსხმელადაც და მარჯვენა ვინგერადაც შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ ოსიმენს მიმდინარე თურქეთის ჩემპიონატში 11 შეხვედრაში 9 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული. მარკუს რაშფორდმა კი, პრემიერლიგაში 15-ჯერ ითამაშა და მის ანგარიშზე 4 გატანილი გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.