მიუნხენის „ბაიერნს“ 2025 წლის ზაფხულში „ბილბაოს“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველის, ნიკო უილიამსის შეძენა სურს.
გერმანული გრანდის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა გარემარბების თამაშით და ზაფხულში ცვლილებებს გეგმავენ, ერთ-ერთი ფეხბურთელი, ვის მიმართაც ინტერესს იჩენენ, სწორედ ნიჭიერი ესპანელია.
ნიკოს „ბილბაოსთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და ბასკები მას დაახლოებით 60-70 მილიონ ევროდ აფასებენ.
მიმდინარე სეზონში ნიკო უილიამსმა ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.