ფეხბურთი

20:12 | 24.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი IFFHS-მ ეროვნული ნაკრებების მწვრთნელთა 2024 წლის ათეულში დაასახელა

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ეროვნული ნაკრებების 2024 წლის საუკეთესო მწვრთნელთა ათეული გამოაქვეყნა, რომელშიც ვილი სანიოლიცაა.

საქართველოს ნაკრების ფრანგ დამრიგებელს მეცხრე ადგილი ერგო. საუკეთესოდ ლუის დე ლა ფუენტე აღიარეს, რომელმაც ესპანეთს 2024 წელს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა.

საუკეთესო ათეული ასეთია:

1. ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი) – 274 ქულა

2. ლიონელ სკალონი (არგენტინა) – 148

3. დიდიე დეშამი (საფრანგეთი) – 35

4. გარეთ საუთგეიტი (ინგლისი) - 26

5. ემერსონ ფაე (კოტ დივუარი) - 18

6. იულიან ნაგელსმანი (გერმანია) - 17

7. ნესტორ ლორენცი (კოლუმბია) - 14

8. ვინჩენცო მონტელა (თურქეთი) - 8

9. ვილი სანიოლი (საქართველო) - 6

10. მარსელო ბიელსა (ურუგვაი) – 5

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.

0.124991