ფეხბურთი

18:48 | 24.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსია" მზადაა ახალი მწვრთნელისთვის 2.4 მილიონი ევრო გადაიხადოს

„ვალენსიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი დიდი ალბათობით, კარლოს კორბერანი იქნება. 41 წლის სპეციალისტი, რომელიც ინგლისურ „ვესტ ბრომვიჩში“ მუშაობს.

მას ინგლისელებთან კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ არსებობს გათავისუფლების პუნქტი, რომელიც 2.4 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში ესპანელს კლუბის დატოვების უფლებას მისცემს.

ესპანური მედიის ცნობით, კლუბებმა თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას, „ვალენსია“ 2.4 მილიონ ევროს გადაიხდის კომპენსაციის სახით და ახალგაზრდა სპეციალისტი „ლოს ჩეს“ ამის შემდეგ ჩაიბარებს.

კორბერანმა საფეხბურთო კარიერა „ვალენსიის“ აკადემიაში დაიწყო, ხოლო სამწვრთნელო კარიერაში „დოქსას“, „ერმისს“, „ჰადერსფილდს“ და „ოლიმპიაკოსს“ წვრთნიდა, ხოლო „ვესტ ბრომვიჩში“ 2022 წლიდან მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ ლა ლიგაში 12 ქულით მე-19 ადგილზეა, რის გამოც რუბენ ბარახა გაათავისუფლეს.

0.120309