ფეხბურთი

18:20 | 24.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე II ბუნდესლიგის ტურის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ გახდა

„კარლსრუეს“ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე გამოცემა liga2-online.de-ს ვერსიით, ზედიზედ მეორედ გახდა II ბუნდესლიგის ტურის საუკეთესო ფეხბურთელი.

ქართველმა ფორვარდმა ისევ გაიმარჯვა გამოკითხვაში, სადაც ხმების 38% მიიღო. მან აჯობა მარტინ კაარსს (29%), დევი ზელკეს (18%), კაი პრიოგერს (9%), იოჰანეს შენკს (5%) და მუსა სილას (1%).

ბუდუმ გასულ ტურში „პადერბორნის“ წინააღმდეგ თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა, რითაც თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა (2:1).

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ბუდუ ზივზივაძეს 20 შეხვედრაში 14 გოლი აქვს გატანილი და 7-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა, ხოლო კონკრეტულად II ბუნდესლიგაში 12 გოლით საუკეთესო ბომბარდირია.

0.111074