„ნაპოლიმ“ და „კალიარიმ“ შესაძლოა იანვრის სატრანსფერო პერიოდში მეკარეები გაცვალონ.
ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, მხარეები მუშაობენ ელია კაპრილეს და სიმონე სკუფეტის ბარტერზე. კაპრილე „ნაპოლიში“ ალექს მერეტის შემცვლელია, მაგრამ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სურს, ამიტომაც, კლუბის დატოვება უნდა. სკუფეტი კი, „კალიარიში“ იშვიათად თამაშობს და მერეტის დუბლიორობაზე თანახმაა.
ჯერჯერობით, უცნობია რა ფაზაშია მოლაპარაკებები, მაგრამ კაპრილეს აგენტმა დაადასტურა, რომ ფეხბურთელს უფრო მეტი სათამაშო დრო სურს.
ელია კაპრილემ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ კარი 4-ჯერ დაიცვა, როცა ალექს მერეტი ტრავმირებული იყო.