მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა ნახევარმცველ იოზუა კიმიხს იანვრის დასაწყისში ავალდებულებს მის მომავალზე გადაწყვეტილების მიღებას - წერს ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტრი).
შეგახსენებთ, რომ გერმანელ ფეხბურთელს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. კლუბს ძალიან სურს კიმიხის შენარჩუნება, მაგრამ თავად იოზუას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
კიმიხმა ამ სეზონში კლუბის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.