ხორვატმა სპეციალისტმა ივან იურიჩმა, რომელიც მანამდე იტალიურ „რომას“ ხელმძღვანელობდა, ინგლისური „საუთჰემპტონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით თავისი ემოციები გააზიარა.
„მოხარული ვარ, რომ აქ მოვედი, პრემიერლიგა არის საუკეთესო ლიგა მსოფლიოში, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, ნახოთ საუკეთესო ფეხბურთელები და სტადიონები. კლუბთან კონტაქტი მქონდა ორი წლის წინათ, როდესაც პირველად დავიწყე ფიქრი „საუთჰემპტონზე.“ მაშინ ჯერ კიდევ „ტორინოს“ მწვრთნელი ვიყავი.
მინდოდა აქ მოსვლა. წლეულს ვუყურე მათ ყველა თამაშს. კარგიც იყო და ცუდიც, ვფიქრობ, გუნდს აქვს პოტენციალი იმაზე უკეთესად ითამაშოს, ვიდრე ახლა და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“,- ციტირებს იურიჩის სიტყვებს Football Italia.
შეგახსენებთ, რომ 17 ტურის შემდეგ „საუთჰემპტონი“ პრემიერლიგის ცხრილში ბოლო, მე-20 ადგილზეა.