ფეხბურთი

14:16 | 24.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ „ბარსელონას" სატრანსფერო სამიზნით დაინტერესდა

ბილბაოს „ატლეტიკისა“ და ესპანეთის ნაკრების გარემარბ ნიკო უილიამსს ახალი მთხოვნელი გამოუჩნდა. 22 წლის ფეხბურთელი მიუნხენის „ბაიერნის" ინტერესთა სფეროში მოექცა, - ამის შესახებ ინსაიდერმა ფლორიან პლეტენბერგმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

წყაროს ცნობით, „ბაიერნს" მომავალ ზაფხულს შეტევითი ფლანგების გაძლიერება სურს სერჟ გნაბრისთან, ლეროი სანესთან და კინგსლი კომანთან დაკავშირებული სიტუაციის ფონზე. მიუნხენელი სკაუტები უილიამსის თამაშს აკვირდებიან. ტრანზაქციის სავარაუდო თანხა შეიძლება 50-60 მილიონი ევრო იყოს.

აღსანიშნავია, რომ მედია უილიამსის ხელმოწერის მთავარ პრეტენდენტად ადრე „ბარსელონას“ ასახელებდა. თავად ფეხბურთელსაც, სავარაუდოდ, სურს კატალონიელთა რიგებში გადასვლა, მაგრამ ოფიციალურად მის თაობაზე ბასკური კლუბისთვის ჯერ არავის მიუმართავს.

0.109885