ესპანურ „ვალენსიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი, კარლოს კორბერანი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ პოსტზე რუბენ ბარახას შეცვლის - წერს ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
წყაროს ცნობით, მხარეები კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე მოაწერენ ხელს. „ვალენსიამ“ „ვესტ ბრომვიჩის“ ამჟამინდელი მწვრთნელის მოსაყვანად 3 მილიონი ევრო გადაიხადა. „ღამურებსა" და კორბერანს შორის კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად უახლოეს 24 საათში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსიამ“ 17 მატჩში 12 ქულა მოაგროვა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.