იტალიის სერია A-ს მე-17 ტური „ინტერის“ და „კომოს“ მატჩით დასრულდა, რომელიც მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.
სტუმრებმა პირველ ტაიმში გაუწიეს მილანელებს წინააღმდეგობა, მაგრამ მეორე ნახევარში ვერაფერი გააწყვეს. 48-ე წუთზე ანგარიში თავური დარტყმით კარლოს აუგუსტომ გახსნა და „ინტერი“ დააწინაურა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მარკუს ტურამმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ინტერი“ 37 ქულით მესამე ადგილზეა, მაგრამ კონკურენტებთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, მომდევნო ტურში კი, 28 დეკემბერს, სტუმრად „კალიარის“ შეხვდება.