ფეხბურთი

22:50 | 23.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა: "24 საათში ორი ასეთი ფეხბურთელის დაკარგვა, ჩვენთვის მძიმე დარტყმაა"

ლონდონის „არსენალს“ ბუკაიო საკა და რაჰიმ სტერლინგი გამოაკლდა. ამის შესახებ „მეთოფეთა“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ისაუბრა.

უცნობია, ინგლისელი გარემარბების უქმობის პერიოდი, მაგრამ სავარაუდოდ, კარგა ხანს ვერ ითამაშებენ.

„ჩვენთვის კარგი მომენტი არაა, საკა ბევრი კვირის განმავლობაში ვერ დაგვეხმარება და ეს მძიმე დარტყმაა. სტერლინგიც დიდი ხანი ვერ ითამაშებს, მუხლის პრობლემის გამო. 24 საათში ორი ასეთი ფეხბურთელის დაკარგვა, კარგი ამბავი არასდროსაა“, - აღნიშნა არტეტამ.

შეგახსენებთ, რომ „არსენალი“ პრემიერლიგაში 17 ტურის შემდეგ 33 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო მატჩის კი, 27 დეკემბერს, „იფსვიჩთან“ გამართავს.

0.116656