„ლიონისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა სიდნი გოვუმ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა.
მან ქართველი ფორვარდი შეაქო, თუმცა, მაინც ფიქრობს, რომ ჯერ „ლიონის“ ძირითად შემადგენლობა ალექსანდრ ლაკაზეტმა უნდა ითამაშოს.
„ყველა ხედავს, როგორ თამაშობს მიქაუტაძეზე, რომელიც კაპიტან ლაკაზეტის პოზიციაზე თამაშობს და მისი ადგილის დაკავება ძნელია. თუმცა, ვფიქრობ, რომ მიქაუტაძეს ამჟამად ძალიან კარგი სულიერი მდგომარეობა აქვს. მომწონს ამ ფეხბურთელის ყურება, არავის არაფერს უმტკიცებს, საკუთარი თავის წარმოჩენაზე არაა ორიენტირებული, უბრალოდ ბედნიერია, რომ თამაშში შედის და გოლი გააქვს. ვფიქრობ, რომ ის ძლიერია, სრულყოფილი ფეხბურთელია. ზოგიერთი ფეხბურთელი თავს უფლებას მისცემდა ამ სიტუაციაში მწვრთნელისთვის ენიშნებინა, რომ ძირითად შემადგენლობაში მან უნდა ითამაშოს და უკმაყოფილებას გამოხატავდა, ის ასე არ იქცევა. დროა, მან ითამაშოს ლაკაზეტის ნაცვლად? ვფიქრობ, ჯერ ნაადრევია.
ყველამ იცის, რომ ის მოედანს მიღმა, ცხოვრებაში კარგად უგებს ბენრაჰმას, რაც მოედანზე თამაშშიც აისახება. თუმცა, მე ყოველთვის მეშინია ფეხბურთელებს შორის ძლიერი კავშირის, რადგან ეს არ არის მეგობრების თამაში, ეს არის სამართლიანი თამაში, პატივი უნდა სცე ყველას, ეს საფეხბურთო გუნდია, სადაც გარე სამყაროში კარგმა ურთიერთობამ არ უნდა შეცვალოს გუნდური თამაში, ეს შეიძლება სახიფათო იყოს“, - თქვა გოვუმ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში „ლიონის“ მაისურით 21 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი მიითვალა. 2024 წელს, მიქაუტაძემ კლუბსა და ნაკრებში სულ 26 გოლი გაიტანა.