ალესანდრო ნესტა „მონცას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
იტალიელი სპეციალისტი „იუვენტუსთან“ წაგების შემდეგ დაითხოვეს. ნესტამ „მონცა“ სეზონის წინ ჩაიბარა და სერია A-ში, როგორც მწვრთნელი, პირველად მუშაობდა, თუმცა წარუმატებლად, რადგან მისი გუნდი 10 ქულით ბოლო ადგილზეა და 17 ტურში მხოლოდ ერთხელ მოიგო.
"მონცა" სალვატორე ბოკეტიმ ჩაიბარა, ეს ინფორმაციაც ოფიციალურად დადასტურდა.