ფეხბურთი

18:20 | 23.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი ფეხბურთელი: "ლივერპული" შეცდომას უშვებს, კელეჰერი მამარდაშვილზე კარგი მეკარეა"

„ლივერპულის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ჯონ ოლდრიჯმა განაცხადა, რომ კივინ კელეჰერი გიორგი მამარდაშვილზე უკეთესი მეკარეა და ინგლისური კლუბი შეცდომას უშვებს.

როგორც მან თქვა, კელეჰერს „ლივერპული“ ზაფხულში გაყიდის, მაგრამ ეს შეცდომა იქნება:

„კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში წასვლის უფლებას არ მისცემენ, კივინ კელეჰერია. ვფიქრობ, „ლივერპული“ შეცდომას უშვებს ირლანდიელ მეკარესთან დაკავშირებით, რადგან კელეჰერი ქართველ გიორგი მამარდაშვილზე უკეთესია, რომელიც მომავალ ზაფხულს „ენფილდზე“ ჩამოვა. თუმცა, ეს ტრანსფერი უკვე დასრულებულია, ამიტომ, კელეჰერს მომავალ ზაფხულს „ლივერპულის“ დატოვება მაინც მოუწევს.

შეიძლება შეთავაზებები იანვარშიც იყოს, მაგრამ „ლივერპულმა“ უნდა შეინარჩუნოს სათადარიგო მეკარე, რადგან მან უკვე დაამტკიცა, რომ ტიტულების მოსაპოვებლად ბრძოლაში შეიძლება გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს“, - აღნიშნა ოლდრიჯმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულმა“ 35 მილიონ ევროდ შეიძინა და ის ინგლისურ გრანდს 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება, მანამდე კი, მიმდინარე სეზონს „ვალენსიაში“ დაასრულებს.

0.110418